კახეთის გზატკეცილზე, ისთ ფოინთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
